სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 4 » {ვაჟა-ფშაველა}:ჩემი ვედრება პერეფრაზი
12:06 PM {ვაჟა-ფშაველა}:ჩემი ვედრება პერეფრაზი |

ლექსის ლირიკული გმირის პირველი და უმთავრესი სათხოვარი უფლისადმი სიყვარულია, რომ ღმერთმა ფხიზლად და შეუდრეკლად ამყოფოს, რათა შეძლოს დაჩაგრულების დაცვა. პოეტს სურს იყოს მორჩილი ხალხისა და ქვეყნის წინასე და ლექსების წერა არ მოუშალოს ღმერთმა. წეროს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და მომავლის დასაგმობი არ გახდეს მისი შემოქმედება .ბოროტების სიკეთით დამარცხება სწადია და ამ ქვეყნად ყოფნა სურს, ისე, რომ მის გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი ედებოდეს და იღლებოდეს ხალხის სიყვარულისთვის. პოეტი მხოლოდ მაშინ თვლის თავს ბედნიერად , როცა შემოქმედებითად დატვირთულია, მისი გონება იღლება მსჯელობით, მხოლოდ ამ დროს გრძნობს ის თავისუფლად , ლაღ ადამიანად თავს. სიკვდილის ბოლო წუთამდე პოეტი ღმერთს შეწევნას სთხოვს, რომ შეაძლებინოს ხალხისათვის , ქვეყნისტვის სამსახური. მას ესმის რომ ამ ქვეყნად ღმერთმა ყველას თავისი ადგილი არგუნა და ყველას თავისი სატარებელი უღელი დაადგა. ეს უღელი ვაჟასტვის ლექსების წერით მიღებული სიამოვნება და დიდი ვალდებულებაა ერის წინაშე
|
კატეგორია: სასკოლო თემები |
ნანახია: 2026 |
დაამატა: ^MiStEr^
| რეიტინგი: 3.0/1 |
|
|
| | |